Friday, May 14, 2010

-მშრალი ხიდის მხატვრები

პროექტი-მშრალი ხიდის მხატვრები

1.პროექტის სახელწოდება:მშრალი ხიდის მხატვრები.

2.პროეკტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა უნდა გაიგონ მშრალი ხიდის მხატვრების შესახებ.

3.პროეტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა გაიგონ მშრალი ხიდის მხატვრების შესახებ. როგორ სურათებს ისინი ხატავენ ,მიზანი რის გამოც იწერება ნახატები, რა თემაზე,რა ჟანრის ნახატებია.ჩნდება კითხვა რისთვის იქმნება ეს ნახატები,თუ ისინი მაინც უნდა გაყიდონ?როგორც არ უნდა იყოს მხატვრები ცდილობენ დაანახონ ხალხს თავის ნახატებში საქართველოს თვითმყოფადობა ,ძველი თბილისის ულამაზესი ხსედები და მრავალი სხვა.ბევრი ხელოვნების ნიმუში ნებლიეთ თუ უნებლიეთ ხვდება საქართველოს საზღვრებს გარეთ,იმიტომ რომ მათი შეძენით და გატანით არიან დაინტერესებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.მხატვრები ხატავენ სხვადასხვა ჟანრის ნახატებს მაგრამ არჩევენ ისეთ ჟანრს რომელიც გაცილებით მოთხოვნადია ,მოსწალეებმა უნდა გაიგონ თუ რომელი ჟანრი არის უფრო საინტერესო მათთვის და მოქალაქეებისთვის,და საერთოდ ხოლოვნების რომელ დარგს და რომელ მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა,ასევე რა უფრო აინტერესებს ტურისტებს რომლებიც ჩამოდიან საქართველოში რისი ნახვის და როგორი სახის სუვენირების წაღების სურვილი აქვთ მათ.საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი ეს მხატვრები რომლის ნამუშევრებიც ჩვენში აღფრთოვანებას იწვევენ პროფესიონალი მხატვრები არიან თუ მოყვარულები?

4.მონაწილეთა ასაკი: 14-16 წლის

5.ვადების ხანგძლიობა: 2-3 კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ეძებენ სხვადახვა საინფორმაციო საშვალებებში ინტერნეტში ლიტერატურაში წიგნებში მხატვრების შემოქმედებაზე მასალებს,ასევე ძალიან საინტერესოა ისიც რომ ისინი თვითონ ხვდებიან მხატვრებს და ცდილობენ უშუალოდ მათგან გაიგონ მათ შემოქმედებაზე ყველაფერი,იღებენ სურათებს სამომავლო ფოტოგამოფენისთვის.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგები, პრეზენტაციები,ფოტოგამოფენები.

8.სარგებელი სხვებისათვის: ხელოვნების ისტორიასთან ზიარება, თემატური მასალა მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისათვის ღონისძიების ჩასატარებლად.

9.სამუშაო ენა:ყველა ენა

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ტექნოლოგიები _ ინფორმაციის მოძიება, დალაგება.ქართული ხალხური და კლასიკური ლიტერატურიდან შესაბამისი ნაწარმოებების მოძიება, აღქმა.

11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ა .ეგანოვი

12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: a.eganovi121@gmail.com

13 .პროექტის ფორუმი:

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Thursday, May 13, 2010

ასტღიკ ეგანოვი

საგანმანათლებლო პროექტი